top of page

დაიცავით თქვენი კონფიდენციალურობა და პირადი სივრცე K66 მრავალფუნქციური დეტექტორით!

K66 არის ახალი თაობის პროფესიონალური მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ნებისმიერი სახის ფარული სათვალთვალო აპარატურის აღმოსაჩენად. მიუხედავად მისი მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებისა, მოწყობილობა არის კომპაქტური, პორტატული და ძალიან მარტივი გამოსაყენებელი როგორც სახლში, ისე ოფისში, სასტუმროში ან ავტომობილში.

 ძირითადი ფუნქციები და მუშაობის პრინციპი:

  • ფარული კამერების ძიება (ინფრაწითელი ლაზერული სკანირება): მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული სპეციალური ულტრა-ძლიერი წითელი LED ნათურები და ოპტიკური ფილტრი (შუშა) საშუალებას გაძლევთ მარტივად დაინახოთ ნებისმიერი ფარული კამერის ლინზა (მინიმალური ზომის “Pinhole” კამერებიც კი), მიუხედავად იმისა, ჩართულია ის ამ მომენტში თუ გამორთული.

  • რადიო სიხშირეების (RF) დეტექცია (მოსასმენი აპარატურა/ჟუჩკები): K66 სკანირებას უკეთებს ფართო რადიოხშირვულ დიაპაზონს. ის მომენტალურად რეაგირებს და გატყობინებთ (ხმით, ვიბრაციით ან LED ინდიკატორებით), თუ სივრცეში მუშაობს ფარული მიკროფონი, Bluetooth/Wi-Fi გადამცემი ან სხვა (Wireless) სათვალთვალო მოწყობილობა.

  • GPS ტრეკერების აღმოჩენა (მაგნიტური ველის დეტექცია): ავტომობილებზე ფარულად დასამაგრებელ GPS ტრეკერებს ძირითადად აქვთ ძლიერი მაგნიტები. K66-ს აქვს სპეციალური მაგნიტური ზონდი (სენსორი), რომელიც ადვილად პოულობს მანქანის ნებისმიერ ნაწილში (სავარძლის ქვეშ, ბამპერში და ა.შ.) დამალულ მაგნიტურ ტრეკერებს, მაშინაც კი, თუ ისინი იმ მომენტში “ძილის რეჟიმშია” და სიგნალს არ გადასცემს.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • მოდელი: K66

  • სიხშირის დიაპაზონი: ფართო სპექტრის RF სიგნალების აღქმა (კარგად აფიქსირებს 2.4G, 5.8G კამერებს, GSM, 3G, 4G, Wi-Fi და Bluetooth სიგნალებს).

  • შეტყობინების ტიპი: ხმოვანი სიგნალი, ვიბრაცია და LED განათების შკალა (რაც უფრო უახლოვდებით წყაროს, მით მეტი ნათურა ინთება).

  • მგრძნობელობის რეგულირება: აქვს სპეციალური პოტენციომეტრი (გორგოლაჭი) სიგნალის მგრძნობელობის დასარეგულირებლად, რაც გეხმარებათ წყაროს ზუსტი ადგილმდებარეობის ლოკალიზებაში.

  • ელემენტი: მრავალჯერადი დამუხტვადი აკუმულატორი (დიდხანს ინარჩუნებს მუხტს).

უსაფრთხოების სიგნალის დეტექტორი K66 (Anti-Spy Camera & GPS Detector)

220,00 ₾ Regular Price
190,00 ₾Sale Price
Quantity

    Related Products

    bottom of page