SEEWORLD S26L არის 4G GPS ტრეკერი, რომელიც განკუთვნილია შინაური ცხოველების — კატებისა და ძაღლების — მდებარეობის რეალურ დროში თვალყურის დევნებისთვის. მოწყობილობა გამოირჩევა კომპაქტური და მსუბუქი დიზაინით, რაც მას კისრის საყელოზე მარტივად დასამაგრებელს ხდის. GPS, BDS და GNSS პოზიციონირების სისტემების კომბინაცია უზრუნველყოფს ზუსტ მდებარეობის მონაცემებს როგორც ქალაქში, ასევე ბუნებაში ნადირობის დროს ან ღია ადგილებში. ტრეკერი შექმნილია ცხოველების აქტიური ცხოვრების სტილისთვის. ის უძლებს წვიმას, გუბეებში სირბილსა და ტალახს.
\nS26L მხარს უჭერს გეოფენსინგს — მფლობელი დაუყოვნებლივ იღებს შეტყობინებას, თუ ცხოველი განსაზღვრულ ზონას გასცდება. მოძრაობის ისტორიის ნახვა, სინათლის სენსორით განგაში და დაბალი ბატარეის გაფრთხილება. შესაძლებელია ტრეკერზე არსებულ ნომერზე დარეკო და ესაუბრო ირგვლივ მყოფთ ან მოისმინო მათი ხმა.
\nაქტიური რეჟიმიში თუ ლოკაცია ყოველ 3-5 წუთში ახლდება (მაგალითად, როცა ძაღლი გარეთ არის და აკონტროლებთ), ელემენტი საშუალოდ 3-დან 5 დღემდე გაძლებს.\n\nსტანდარტული ჭკვიანი რეჟიმიში თუ მოწყობილობა ლოკაციას აახლებს მხოლოდ ძაღლის მოძრაობისას ან 10-15 წუთიანი ინტერვალებით, ტრეკერი 7-დან 10 დღემდე იმუშავებს. მართვა ხდება WhatsGPS აპლიკაციის საშუალებით, iOS და Android სისტემებზე.\n\n\nტექნიკური მახასიათებლები:\nპოზიციონირება: BDS / GPS / GNSS\nქსელი: 4G LTE\nბატარეა: 700 mAh\nწყალგაუმტარობა: IP67\nდამუხტვა: მაგნიტური კაბელით\nმუშაობის ტემპერატურა: -20°C – +75°C\nზომა: 75.8 × 37.6 × 19 მმ\nაპლიკაცია: WhatsGPS (iOS / Android)\nწონა: 42.2 გ
top of page
270,00 ₾ Regular Price
220,00 ₾Sale Price
Related Products
bottom of page































